Wednesday, August 29, 2012

გახსოვს?

არვიცი ვის ვეკითხები! ნუკა მაინც ვერ ნახავს ამას, რადგან არ  ახსოვს უფრო სწორად არასდროს არ ახსოვდა ეს ბლოგი სადაც მე ვწერდი ჩემს გულის ტკივილს .:))

ჩვენ დავპირდით ერთმანეთს, მაგრამ შენ ორჯერ დაარღვიე ეს პირობა.შეიძლება ითქვას მეც, მაგრამ ეს არ იყო "ნამდვილი დაშორება"! >_<
სხვა პირობებიც დაგირღვევია საკმაოდ, მე ყოველთვის თვალს ვხუჭავდი.
როდესაც ვეჭვიანობდი შენ გეცინებოდა, სასაცილოდ მიგაჩნდა :)) მანდ მივხვდი მე რომ სადღაც ახლოს დასასრული გველოდებოდა ხო და მოვიდა კიდეც.
იმ ბიჭებთან "ბირაჯობა" თურმე გამართლებული ყოფილა რადგან შენ მაშინ ჩემთან დაშორებული იყავი, არადა სანამ წახვიდოდი სოფელში მითხარი რომ რაღაც შეიცვალა და შანსი გვონდა ისევ ერთად ვყოფილიყავით,როდესაც შენ მაგით გაიმართლე თავი მე ისევ თვალები დავხუჭე ამაზეც :)) მე პირობების 99% შევასრულე,არ მომიტყუებიხარ(ხუმრობები არაა ტყული :))),არ მიმიტოვებიხარ,მიყვარდი,მიყვარხარ,მეყვარები.
შენ კი პირობების 99% დაარღვიე .

შენ ჩემგან მოცემულ რაიმე "ნივთს" ადვილად კარგავდი ან რამე მსგავსი, მე კი დღემდე მაქ ყველაფერი შენახული.როდესაც გკითხე ერთერთ მათგანზე "ნკ3"–ზე შენ იკითხე ეგ რა არისო, არადა შენ თვითონ უწოდე იმ გამოჭრილ  "ყვავილს",მალე დაგავიწყდა ნუკა ძალიან მალე .მე ისევ მახსოვს ის ვარსკვლავი,შეიძლება ვერ ვპოულობ მაგრამ მახსოვს რომ ყველა მეტად ანათებდა, ამიტომ ყოველთვის ვუყურებ იმ ვარსკვლავს, რომელიც ყველაზე მეტად კაშკაშბს და გამახსენდება ის წუთები მერე რა რომ ასეთი რომანტიკა ძროხებმა დაგვინგრიეს :დ არა მე მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ წუთებში.

მინდა ასე მოგეხვიო.



No comments:

Post a Comment