Saturday, September 1, 2012

ჩამოვედი..


გუშინ ისევ მარცხი განვიცადე როდესაც შენი დავიწყება ვცადე და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა,წავედი ნისლში,თავი ლონდონში გეგონებოდა ;დ ვერაფერს ვხედავდი 10 მეტრის რადიუსის იქეთ :დ ხო და მარცხი მომივიდა ორჯერ დავეცი,ერთხეთითქმის დავეცი უფრო სწორად :დ  მეორეჯერ სურათის გადაღების მცდელობა მქონდა ჰაერში და ცოტა სიმაღლიდან გადმოვხტი მაგრამ ამისრიალდა ბალახზე ფეხი და დავეცი ისევ ამ სამყაროში :| ხელი გავიკაწრე :დ


მოკლედ,გუშინ შენგან ველოდი პასუხს,ველოდი მაგრამ მეშინოდა სწორედ ასეთი პასუხი არ გაგეცა,თან მინდოდა სულ არ გაგეცა და მინდოდა კიდეც პასუხი გაგეცა,მაგრამ მივიღე ის პასუხი, რომელიც არ მინდოდა.ხო და ამ პასუხის მერე აღარც დამეძინა და მხოლოდ 6 საათზე ჩამეძინა შენზე ფიქრში,ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა კიდევ და მოვიფიქრე რაღაც რისი გაკეთებაც შეიძლება ,გავაკეთებ,იმედი ხომ ბოლოს კვდება(იმედი არასდროს კვდება ნუკი :) ).ხო მოკლედ ჩამეძინა შენზე ფიქრში ვნანობდი ჩემ საქციელს ისევ ყოველ წამს :@ მე ხომ ამით შეურაწყოფაც მოგაყენე :@ მაგრამ არც შენ ”დამაკელი” არც ბოდიში მოგიხდია სადაც მოსახდელი იყო,მაგრამ ეგ აარაფერს ნიშნავს :)). ხო მოკლედ შენ დამესიზმრე,ძალიან ბედნიერი ვიყავი ძალიან იმიტომ, რომ შევრიგდით სიზმარში :| შევრიგდით თუარა მაშინვე ზარი შემოვიდა და ”messenger”-ის ხმამ გამაღვიძა,არ მინდოდა ეს მარტო სიზმარი ყოფილიყო ,მაგრამ გამიტყდა და დავიგრუზე.მერე წამოვედი თბილისისკენ დავიძარი,ისევ შენზე ფიქრით გზაში მინდორი დავინახე ცარიელი მინდორი და მინდოდა მანდ შენთან ერთად ვყოფილიყავი,მაგრამ ისევ რეალობაში დავეცი,შევეცადე თავი დამეჭირა და აღარ მეფიქრა და ცხოვრებით დავმტკბარიყავი.ვერ შევძელი.სუიციდზეც მიფიქრია ბევრჯერ,მაგრამ სისულელეა არ ვიზამ :დ. მენატრებოდა თბილისი,მაგრამ რომ შემოვედი ფერები მეუცხოა,არ მომეწონა და ისევ შენ გამახსენდი და ისევ გული ამტკივდა,მაგრამ ეხლა მოვდივარ შენს სანახავად,ჯერ მივირთვა საჭმელი :დ ^^

No comments:

Post a Comment