Monday, September 3, 2012
მაფასებდი?!
დაფასება იგივე სიყვარულია ნუკა,მაგრამ პირველი უფრო ადვილი სათქმელია თუმცა ისიც სიყავრულს ნიშნავს.შენ არასდროს მაფასებდი,არ აფასებდი ჩემ სიყვარულს არც ეხლა მაფასებ.მე კი გპატიობ,ვითმენ შენს ნებისმიერ საქციელს და გიგებ თითქმის ყველაფერს.შენ სარგებლობ ამით და იმას ვერ აცნობიერებ,რომ ბევრი ადამინი არ იქნება ისეთი ვინც მოითმენს, გაგიგებს და გაპიტებს.შენ იმიტომ იქცევი ასე რადგან იცი რომ მე მაინც მიყვარხარ და ამით სარგებლობ.მე შენსავით კარგი პიროვნება არ შემხვედრია,მაგრამ შენ იმათმა შეგცვალეს ვინც ბოლომდე არ იქნება შენთან და ერთ დღესაც საშინლად მოიქცევიან.შენ მათში გამცვალე,არ დამაფასე,არ მაფასებ.მე კი მაინც მიყვარხარ,გპატიობ,ვითმენ და გიგებ. შენ უარესობისკენ მიდიხარ არ გინდა კარგი დაინახო,მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგად ყოფილიყავი და სულ შენს გვერდით ვიყავი არ გეუბნებოდი რომ მეც მტკიოდა და მეშინოდა შენი დაკარგვის რადგან არ მინდოდა თავი ცუდად გეგრძნო, სულ ვცდილობდი შენთვის თავი შემეყვარებინა ისე როგორც მე მიყვარდი,მაგრამ შენ ამას ვერ ხედავდი სამწუხაროდ. შენ მიმატოვე უაზროდ,უსამართლოდ ეხლა კი მაიგნორებ და ცივად მექცევი,ხელს მკრავ,ეს ყველაფერი კი სიცივეს წარმოშობს,იმედია მიხვდები ყველაფერს და ჩვენს შორის სიცივე არ იქნება.წერტილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment