Friday, November 2, 2012

რა მემართება?!

არვიცი რა მჭირს,თავს ვიტყუებ ვითომ აღარაფერს ნიშნავ ჩემთვის არადა შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ,ბანალური უაზრო სიტყვებიც კი აზრიანი გახდა ჩემთვის...რატომ მინდა რომ დავინახო რაღაც შანსი?ან რატომ მინდა რომ არ დაგივიწყო?არვიცი ათასი კითხვა მაქ მაგრამ პასუხს ვერცერთზე ვერ ვპოულობ...

ყოველდღე რატომ ვიტანჯები იმის გამო რომ მიყვარხარ?! როცა ასე უყვართ ადამიანებს მაშინ ხომ ბედნიერები არიან?! მე რატომ არ ვარ?!

ყოველდღე მახსენდება რაღაც თბილი და ტკბილი მოგონება,თბილი და ტკბილი იმიტომ რომ ეს მოგონებები შენ გეხება...დღეს ფიზიკის მასწავლებლისგან მოვდიოდი და მასივში გავლისას გამახსენდა ჩვენი პირველი ხანგრძლივი ”საუბარი და სეირნობს” :დ :)) მაშინ ”უთქმელად” ჩამომყევი ავტობუსიდან ეხლა კი გამარჯობასაც არ მეუბნები..ძალიან მტკივა გული არვიცი რა გავაკეთო:დაველოდო?არ დაველოდო ? იმ დღეს როცა ისევ უნდა ვცადო შენთან საუბარი ნორმალურად...იმის იმედით რომ ამ ერთი შეხედვით უბრალო საუბარს მოყვება შანსი იმის რომ ისევ ვიყოთ ბედნიერები ერთად...არ მჯერა რომ შენ ჩემთან არ იყავი ბედნიერი...........კიდე ის გამახსენდა როცა პირვლად მიმატოვე და რამდენიმე დღეში ველოსიპედით გლდანში რომ ”ამოვისეირნე” (ვაი მასეთ სეირნობას :დ :დ) და რომ მოვედი გითხარი ვერ გადაგკოცნი თქო და შენ ისეთი სახე მიიღე რომ მივხვდი შენ სხვანაირად მიიღე ეგ ნათქვამი,ინტრიგა შემოვაგდე მაშინ წამიერი :დ მერე გითხარი უცბად რატომაც და სახე შეგეცვალა,მაშინ გამოგცადე და გამახარა ”შედეგმა”...არვიცი ეხლა რა გჭირს რატომ შეიცვალე ასე უცბად,მაგრამ არა არ შეცვლილხარ უბრალოდ შენ თვითონაც არ იცი რა გჭირს და გინდა ისევ ისე იყო.......არვიცი შეიძლება ვცდები,მაგრამ სენთან მიმართებაში მგონი იშვიათად ვცდები...:)) უკვე მერამდენე დღეა მინდა მოგწერო რამე ,გუშინ კინაღამ მოგწერე კიდეც ”მენატრები” მაგრამ გავჩერდი,მერე ღამე ისევ მინდოდა მომეწერა მაგრამ საბედნიეროდ (:დ)გათიშული მქონდა ტელეფონი...არვიცი რა ხდება ჩემ თავს ან შენ თავს,მაგრამ ის ვიცი რომ შენ ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი იყავი იმ დღიდან რომლიდანაც გიცნობ და ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე...მენატრები და მიყვარხარ....

No comments:

Post a Comment