Saturday, November 3, 2012

"супер" )

ძალიან მაგარია როგორც მე ვარ ეხლა აი "супер" ) სუპერ,ნანო ეხლა შენ წაიკითხავ ამ პოსტს და არა ნუკა ა ხო თუმცა ნუკა არც აქამდე კითხულობდა:დ ეს პატენტი ღიმილი მკლავს :დ :) (მაინც ნუკას მისამართით იწერება ეს პოსტი როგორც სხვები დაიწერა) ხო და სუპერზე გავჩერდი,დღეს მივხვდი რომ ”ძალიან კარგად” ვგრძნობ თავს ისე როგორც არ ვყოფილვარ არასდროს:) ხო და ეს სუპერ არის... ოოო მოკლედ რა,ძალიან ცუდად ვარ და ამ ხასიათს შევარქვი "супер" .ხო ეხლა განვმარტავ ამ სუპერულ ხასიათს,ესეიგი მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერი არაა :დ მივხდი რომ ადამიანები ისეთი როგორიც მე შენ მეგონე არ არსებობენ,მივხვდი რომ ჩემი არავის არ ესმის,მივხვდი რომ ამ არავინში ერთი ადამიანი არ შედის მაგრამ ეს ადამიანი ერთხელ დამეხმარა ან ორჯერ არვიცი..ხოო...დამეხმარა და აღარ მინდა შევაწუხო.(მაქ მიზეზი)...
მოკლედ ჩემი არავის არ ესმის,გონება საერთოდ აღარ მიმუშავებს,მარტო გული ძგერს და ველოდები როდის გადაიწვება საბოლოოდ..მომავლის იმედი საერთოდ აღარ მაქ..საერთოდ ცხოვრების არსებობის არს-ს ვერ ვხვდები,რატომ მტკივა ვერ ვხდები,რატომ მიმატოვე ვერ ვხდები,რატომ არ დატოვე შანსი ვერ ვხდები,რატომ შეიცვალე ასე ძალიან ცუდისკენ ვერ ვხვდები,რატომ ვიქცევი დებილი ბავშვივით ან საერთოდ როგორ ვიქცევი ეხლა აქ რომ ვზივარ და დებილივით ისევ რაღაც იდიოტობებს ვწერ ჰაჰ თ ნნახე სიტყვა იდიოტობაც დავწერე :დ მალე ალბათ ვენებსაც გადავიჭრი :დ :დ :დ ერთ რაღაცას მივხვდი ამდენი რაღაცის მიუხვედრობის მერე: შენც უნდა დაგიკიდო,სხვაც უნდა დავიკიდო,ყველა უნდა დავიკიდო,ჩემი თავი უნდა დავაყენო ყველაფერზე წინ. ა ხო და რა თქმა უნდა ეს გულით არ მითქვამს და ამას ვერ ვიზამ იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენ გახდი,მაგრამ შენ რააღაც საშინელება გჭირს.როგორ მახსოვს ბოლოს რომ დაგემშვიდობე აი მაშინ შენ დაბადების დღეზე,რატომღაც ცუდი გრძნობა მეუფლებოდა . ხო და ინტუიციამ არ მიმტყუნდა: მე შეცდომა დავუშვი, შენ არ მაპატიე და დაგკარგე.მაგრამ ყველაზე ცუდი ის კი არაა მე რომ დაგკარგე  :) შენ თვითონ დაკარგე შენი თავი,ეს შენ იცი და ცუდად ხარ,მსახიობობ ისევ რომ ყველაფერი კარგადაა,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში შენც გინდა რომ ყველაფერი ძველებურად იყოს....ყოველ დილით სკოლაში წასვლისას იმას ვფიქრობ რომ არა ის შეცდომა და შანსის არ მოცემა,მე გახარებული წავიდოდი სკოლაში ყოველდილით იმიტომ რომ შენ გნახავდი,მაგრამ მივდივარ და მხოლოდ ჩემ ”დაჯღაბნილ” NK3-ს ვხედავ ყველგან და აჰა აქ იწყება ეს სუპერ ხასიათიც,მახსენდება რა საყვარელი იყავი,შენი ხმის გაგონება მენატრება, მენატრება ის დრო როცა სპეციალურად უკან ვჯდებოდი ან გვერდით რომ შენი ხუჭუჭა თმებისთვის მეყურებინა,შენი გაღიმებული სახისთვის.სიცარიელეს ვგრძნობ არა სიცარიელეს ვხედავ და ტკივილს ვგრძნობ,ამ სამყაროში არაფერი არ არის ისეთი რაც შენ თავს დამავიწყებს,არც მინდა დაგივიწყო იმიტომ რომ მერე ჩემი ცხოვრების მიზანი და არსი შეიცვლება და შესაბამისად მოგონებებშიც დაგკარგავ რაც ნამდვილად არ მინდა,რადგან ნუკა რომელსაც მე ვიცნობდი იყო არვიცი აი ვერ ავღწერ როგორ მაოცებდი,მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა რომ ყველაზე ცუდად შენ მომექეცი ცხოვრებაში. შემოდგომას ველოდებოდი აი ძალიან მინდოდა მშვიდ ნოემბერში შენი ხელები მჭეროდა და გამეთბო ჩემი სიყვარულით,მინდოდა ყოველდღე რომ გნახავდი მაგრად მოგხვეოდი და შენი ღიმილიანი სახისთვის მეყურებინა რომელშიც მე სხივებს ვხედავდი აი მართლა ანგელოზი იყავი ჩემთვის,მაგრამ მერე უცბად ეს სხივები ჩაქვრა და ოდნავაც კი არ ანათებენ...სულ დაბნელდა ჩემთვის სამყარო...რა კარგი იყო როცა არ მანაღვლებდა არაფერი სანამ შენ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდებოდი...მხოლოდ Rock 'N' Roll -ის მოსმენა კამაროდა იმისთვის რომ დღე პოზიტიურად დამეწყო...მერე ამ პოზიტივს დაემატა ერთი პატარა გოგონა რომელიც გამოჩნდა ჩემ სკოლაში,როგორ შემიყვარდი მაშინვე და წამითაც არ შევტოკებულვარ როცა გითხარი რომ მიყვარდი:)) შენ გაგიკვირდა და თითქოს გრძნობას მიცვლიდი და მითხარი ”არა შეიძლება მოგწონვარო არ გიყვარვარო” მე გამეცინა და მინდოდა გულში ჩამეკარი რომ მეჩვენებინა როგორც მიყვარდი მაგრამ შენ ახლოსაც არ მიშვებდი,არვიცოდი რა უნდა მექნა და შენ გამოგყევი და ველოდებოდი იმ დღეს როცა ახალი ეტაპი დაიწყებოდა...ხო და ისიც დაიწყო,მგონი ეს იყო ჩვენი სიყვარულის მაქსიმალური ეტაპი.აი როგორ მენატრება და მახსოვს ეგ დღე იცი?! შენ არ გახსოვს? :)) მაგ დღეს ხომ შენც ბედნიერი იყავი? არა? :)) თავს რატომ იტყუებ ? იყავი მაგ დღეს შენ ბედნიერი მაგრამ გადაწყვიტე რომ ეგ დღე იქ დარჩენილიყო სადაც დაიწყო...აი ეხლა მომწერა იმ ადამიანმა რომელიც ყველაზე მეტად დამეხმარა ამ ყველაფრის დაძლევაში,მართალია ევრ დავძლიე მაგრამ ხომ დამეხმარა და ამიტოამ მისი ძალიან მადლობელი ვარ :)) ხო ნანოც დამეხმარა პროსტა ნანო შენ ძაან რეალისტი ხარ და იმედებს ისე მიქრობ სულ მანადგურებ :დ
ხო ისევ ნუკა ნუკი ნუკიტო სიყვარული ჩემი ცხოვრება ჩემი სუნთქვა ....

შემოდგომაში წვიმაში მინდოდა ეს მომენტი...როგორ მიყვარდა ეს სურათი...როგორ ველოდებოდი დღეს როცა ასეეეეეეეეეეეეე იქნებოდა ყველაფერი,”მაგრამ არაო შენ მითხარი მკაცრად”...
რაები ვიბოდიალე ამ ბლოგზე მოკლედ რა ჩემ თავზე მეცინება საერთოდ რატომ ვწერდი ამ ბლოგზე...
ამიტომ ეს ბოლო პოსტი არის და იქნება ხვალამდე აქ.მერე წავშლი ყველა პოსტთან ერთად...დროა უკვე დაგივიწყო,ან უბრალოდ შევიმსუბუქო ტვირთი,მხოლოდ იმ ორ დღეს გაგიხსენო როდესაც უნდა მოგწერო/გნახო/უბრალოდ დაგელაპარაკო....კარგად..მიყვარხარ და ძალიან მენატრები...
დარწმუნებული ვარ შენ არასდროს იყავი ჩემს მიმართ გულგრილი და არც არასდროს გდომებია რომ ყველაფერი ასე ყოფილიყო როგორც ეხლაა....ამიტომაც მაქ იმედი რომ იმ მშვენიერ დღეს როცა უბრალოდ მოგწერ და შევეცდები ნორმალურად გესაუბრო(იმაზე არა როგრო მატკინე გული)შენც არ მიპასუხებ ცუდად და მერე ის დღეც მოცა იმედია როდესაც მე ახლიდან უნდა დავიბადო...და დაიბადოს ახალი სიყვარული...მენატრები...

No comments:

Post a Comment